ჩინურ, ინდურ და იაპონურ მითოლოგიაში არსებობს მრავალი ლეგენდა, თუ როგორ იქნა აღმოჩენილი პირველი ჩაის ბუჩქი. თავდაპირველად ჩაის გამოიყენებდნენ სამკურნალოდ. მხოლოდ V საუკუნიდან დაიწყეს ჩინეთში მისი გამოყენება, როგორც სასმელის. X საუკუნეში კი ჩაი გახდა ჩინეთის ნაციონალური სასმელი.
ჩაის ისტორია რაღა თქმა უნდა ბევრად მრავალფეროვანი და საინტერესოა, იგი ერთგვარ კულტურას წარმოადგენს, რომელსაც მრავალი ერი იზიარებს და ამასთანავე გემრიელი სასმელი, რომელიც ქმნის განწყობას, სიმყუდროვესა და დადებით გარემოს. ანალოგიურის თქმა ყავაზეც შეგვიძლია, თუმცა სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს აქ დავასრულებ თხრობას და მთავარ სათქმელზე გადავალ.
კომპანია სამე ზრუნავს თქვენი საყვარელი სასმელების, ყავისა და ჩაის იმპორტზე საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ბაზარზე შემოვიტანოთ საუკეთსო ხარისხის ყავა და ჩაი, რომლებიც გამორჩეულია, როგორც განსხვავებული არომატით, აგრეთვე ხარისხით, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია.
35 დასახელების განსხვავებული გემო, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს და ხელმისაწვდომი ფასები საუკეთესო თავსებადობა, რომელელსაც თქვენივე კომფორტისთვის სამე გთავაზობთ. კომპანია, უზრუნველყოფს, როგორც მსხვილი ობიექტების მომარაგებას, აგრეთვე შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ საცალო გაყიდვებითაც.
სამე, სპეციალურად თქვენს გემოვნებაზე გათვლილი გემო, რომელიც შეუძლებელია დაივიწყოთ!